2020-03-29 15:37:51
ციფრულ ფულს ხელში და შუბლში ჩაგიდებენ-შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსების ქადაგება (ვიდეო)

ციფრული ფული დასაწყისში "კარტოჩკაზე" იქნება, მერე ხელში და შუბლში ჩაგიდებენ, იმიტომ, რომ "კარტოჩკაზე" ეს ფული შეიძლება მოგპარონ ჰაკერებმა - ასე იქადაგა დღეს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა დილის წირვაზე.

"ხვალ ზეგ ფულის ერთეული გაქრება საერთოდ აღარ იქნება.მერე ეს ციფრული ფულიც კი "კარტოჩკაზე" იქნება დასაწყისში, მაგრამ მერე ამ ციფრულ ფულს ხელში და სულში ჩაგიდებენ. ნუ როგორ იქნება ეს ზოგადად ამას ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაცა პატარა მობილურივით იქნება,  იმიტომ რომ "კარტოჩკაზე" შეიძლება ეს ფული მოგპარონ ჰაკერებმა, აქაც უკვე წავა სერიოზული ჰაკერული პანდემია ან რა დავარქვა ამას და იტყვიან რომ ციფრული ფული გადავიყვანოთ შუბლში და ხელზე დავადოთ ადამიანს და ვერავინ ვერ მოგპარავს"-განაცხადა მიტროპოლიტმა იოსებმა.

ამავე თემაზე