2020-03-27 13:20:22
ახალქალაქში, ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ახალქალაქში, ,,ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.  შემთხვევა 26 მარტს მოხდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა, სამხრეთის კარიბჭე წერს, საქმეზე პოლიციაში უკვე გამოიკითხა თავად დეპუტატი მკოიანიც. 

სააგენტოს ცნობით, შესაძლოა, სროლა დეპუტატ ენზელ მკოიანსა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ დეპუტატ, სამველ პეტროსიანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაპირისპირება იყო პეტროსიანისა და მკოიანის მომხრეებს შორის, რაც პოლიციელების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით (126-ე მუხლის 1¹ ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.)   

ამავე თემაზე