2020-03-27 10:35:27
საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას შეტყობინებები დაუგზავნა

საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას შეტყობინებები დაუგზავნა, სადაც საგანგებო მდგომარეობის წესებსა და გაფრთხილებებზე წერს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის, თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით.
პირის მიერ იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
დაიცავით თქვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა!
#დარჩისახლში,"- წერია შეტყობინებებში.
http://gov.ge/s/707b1

ამავე თემაზე