2020-03-26 22:23:35
“ბატონი კალაძეც არღვევს იგივე დეკრეტის იგივე ნორმას - შეკრებების ათკაციან ლიმიტს და საინტერესოა დააჯარიმებენ მერ კალაძეს, თუ არა?!” - მელია

ბატონი კალაძეც არღვევს იგივე დეკრეტის იგივე ნორმას - შეკრებების ათკაციან ლიმიტს და საინტერესოა დააჯარიმებენ მერ კალაძეს, თუ არა?! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციიის მიერ  ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ 15 000 ლარით დაჯარ​იმების ფაქტს.

"საპატრულო პოლიციამ 15 ათასი ლარით დააჯარიმა "ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა", ორგანიზაცია, რომელიც დამცავ პაკეტებს არიგებდა ზუგდიდში. სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომებიც გასაგებია და ჯარიმაც მისაღებია, მაგრამ კარგი იქნებოდა, ყველაფერი რომ ისევ და ისევ შერჩევით არ ხდებოდეს.

ბატონი კალაძეც არღვევს იგივე დეკრეტის იგივე ნორმას - შეკრებების ათკაციან ლიმიტს და საინტერესოა დააჯარიმებენ მერ კალაძეს, თუ არა?!" - წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ზუგდიდში, ათეულობით ადამიანი შეკრიბეს, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო საშუალებებს არიგებდნენ. თუმცა, შეკრებილ ხალხს შორის არ იყო დაცული დისტანცია, რომელიც რეკომენდაციით არის გათვალისწინებული. 

მომხდარი ფაქტის გამო, შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დააჯარიმა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

ამავე თემაზე