2020-03-26 19:15:20
ქალაქის დასალოცად ხელისუფლება ვერტმფრენით დაგვეხმარა - მამა მიქაელი

რა თქმა უნდა, ვერტმფრენით დაგვეხმარა ხელისუფლება, ჩვენ თვითმფრინავები არ გვყავს - ამის შესახებ განცხადება, მამა მიქაელ ბოტკოველმა „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და ქალაქი დალოცა.

“ჩვენ ქვეყანაში სხვებს უნდა ვკითხოთ ქალაქი ვაკურთხოთ თუ არ ვაკურთხოთ? არამართლმადიდებლების უფლებები შევლახეთ? სხვა დროს სხვა გასაჭირის დროსაც მომხდარა ასეთი დალოცვის აქცია. უწმინდესის ლოცვა კურთხევით მეუფე იაკობმა აღასრულა პატრიარქის თხოვნა.

რა თქმა უნდა, ვერტმფრენით დაგვეხმარა ხელისუფლება, ჩვენ თვითმფრინავები არ გვყავს. ხელისუფლებამ ხელი შეგვიწყო, რომ ასეთი გასაჭირის დროს ხალხს დავეხმაროთ. სასიხარულო ამბავს ვაკეთებთ ჩვენი ერი, რომ გავახაროთ და რა არის ეს ჩაძიებები ვინ გადაიხადა საწვავის თანხა. არ გრცხვენიათ? რაში გეკითხებათ თქვენ?“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

ამავე თემაზე