2020-03-26 19:12:22
პენტაგონმა 60 დღით აკრძალა საზღვარგარეთ აშშ-ის სამხედროთა გადაადგილება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა გამოსცა განკარგულება, 60 დღით შეწყდეს საზღვარგარეთ აშშ-ის ჯარების გადაადგილება და მოგზაურობა. ეს ზომა მიმართულია არმიის რიგებში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ამის თაობაზე ესპერმა ოთხშაბათს განუცხადა როიტერსს.

ესპერის თქმით, ბრძანება ვრცელდება აშშ-ის სამხედროებზე, არმიაში მომუშავე სამოქალაქო პერსონალზე და მათი ოჯახის წევრებზე. ერთადერთი გამონაკლისი დაშვებულია ავღანეთისთვის, საიდანაც ჯარების გამოყვანა გაგრძელდება.

ამავე თემაზე