2020-03-26 19:10:44
საფრთხისგან მრევლის დაცვა/განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს?! - მეუფე გრიგოლი

მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიეროთაგანს მიაჩნდეს თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა/განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს?! - ამის შესახებ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი კორონავირუსთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში წერს. 

"მე ვხედავ, რომ შექმნილი მდგომარეობის ცალმხრივად განხილვა აპოკალიფსის ჭრილში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის პატიოსან და გულწრფელ რწმენას ღვთის მიმართ და მის სულიერ ორიენტაციას; ასევე, უნდა ითქვას, რომ ის ზიანს აყენებს თვით საეკლესიო ინსტიტუციასაც[...] მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიეროთაგანს მიაჩნდეს თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა/განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს?!"- წერს მეუფე გრიგოლი.   

 

ამავე თემაზე