2020-03-26 19:07:22
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა გვიკარნახებს, როდის იქნება შესაძლებელი ეკონომიკის სრულად გახსნა - ჯერომ პაუელი

აშშ „სავსებით შესაძლებელია, რეცესიაში იმყოფებოდეს“, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა გვიკარნახებს, როდის იქნება შესაძლებელი ეკონომიკის სრულად გახსნა - ამის შესახებ განცხადება, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენ არა ვართ პანდემიის ექსპერტები... იქით ვიხრებით, რომ ექსპერტებს დავუჯეროთ. დოქტორმა ფაუჩიმ თქვა, რომ გრაფიკს ვირუსი განსაზღვრავს და ეს სწორად მიმაჩნია,“ თქვა პაუელმა. მან იგულისხმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი, რომელიც თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრივ ჯგუფში შედის.

„უპირველესი ამოცანაა ვირუსის გავრცელებაზე კონტროლი და შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის განახლება“ - დასძინა პაუელმა.

 

 

 

 

ამავე თემაზე