2020-03-26 18:58:09
მივდივართ, ასე ვთქვათ, დუნე ზრდით. არ აქვს ნახტომისებური ზრდა - გამყრელიძე

მივდივართ, ასე ვთქვათ, დუნე ზრდით. არ აქვს ნახტომისებური ზრდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს. 

“მივდივართ, ასე ვთქვათ, დუნე ზრდით. არ აქვს ნახტომისებური ზრდა, ღვთის წყალობით, ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის იმის ხარჯზე, რომ ყველა ერთად იბრძვის. 5-10-15 დღეში თუ იქნა, ამას მოერევა ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა ამას გაუძლებს. მაგრამ რთული იქნება, თუ ეს ნახტომისებური იქნება,"- განაცხადა გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული.   

ამავე თემაზე