2020-03-26 18:40:59
ბოსტონის საავადმყოფოების 101 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ში, ბოსტონის საავადმყოფოების 101 თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, ბოსტონის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით დაინფიცირებული 15 თანამშრომელია. 

ბრიგჰამის და ქალთა საავადმყოფიში კორონავირუსით 45 თანამშრომელია ინფიცირებული. მასაჩუსეტსის მთავარ საავადყოფოში კი კორონავირუსით კლინიკის 41 თანამშრომელია დაინფიცირებული.

ამავე თემაზე