2020-03-26 18:23:31
ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია-ტურძელაძე

ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია. ამის შესახებ განცხადება თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა  ლალი ტურძელაძემ გააკეთა.

25 წლის ახალგაზრდა ქალი 22 კვირის ორსულია. როგორც ექიმი ამბობს, ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება. 

"დღეს შემოყვანილი იქნა ბოლნისიდან ორსული ქალბატონი, 25 წლის. არის 22 კვირის ორსული. 15 მარტს გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და არის ბოლნისში მაცხოვრებელი. შემდეგ ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და არსებული სწრაფი ტესტით დადგინდა კორონავირუსი. გადმოყვანილი იქნა ჩვენთან, ამჟამად ქალის მდგომარეობა არ არის მძიმე. ტემპერატურა ამ წუთში არ აქვს. შემოყვანის დროს ჰქონდა 37.1. ფილტვებში მოსმენით ქვედა წილებში შესუსტებულია სუნთქვა და ამიტომაც ჩაითვალა საჭიროდ კომპიუტერული კვლევის გაკეთება. ნაყოფი ცოცხალია, გულის ცემა კარგად ისმის,“ - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.   

ამავე თემაზე