2020-03-26 17:54:50
წულუკიანის მიერ პარლამენტში ომბუდსმენის თანამშრომლის ვიდეოს დაუფარავად ჩვენებისთვის სამინისტრო დაჯარიმდა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების გამო, სახელმწიფო ინსპექტორმა სამინისტრო დააჯარიმა. ვიდეოში, რომელიც 21 იანვრის კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანმა გაავრცელა, ჩანს, როგორ ამოწმებს ციხეს ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი.

სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს ჩანაწერები პირის იდენტიფიცირების გარეშე (დაბლარულად) უნდა ეჩვენებინა.სახელმწიფო ინსპექტორმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სამინისტროს ვიდეოჩანაწერების წაშლა ან პერსონალური ინფორმაციის დაფარვა დაავალა.

"იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა ამ ჩანაწერების შენახვის უფლებამოსილება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტროს ჰქონდა ამ ჩანაწერების გასაჯაროების ინტერესიც, თუმცა სამსახურმა არაკანონიერად მიიჩნია ამ ჩანაწერებზე აღბეჭდილი პირების სახეების ჩვენება", - აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

ამავე თემაზე