2020-03-26 17:34:18
როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე - იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ეტაპობრივად ყველა საჭირო ღონისძიება რომ არ გატარებულიყო, ქვეყანაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების ოთხჯერ მეტი შემთხვევა იქნებოდა.

რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა ველოდოთ ვირუსის გავრცელების პიკს, იმნაძე ამბობს, რომ ზუსტი დროის თქმა შეეძლებათ მხოლოდ მაშინ, როცა ფართო შიდა გავრცელება დაიწყება. 

„დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას დაახლეობით ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც თავის დროზე  ქვეყანაში ეტაპობრივად ჩატარდა, წესით და რიგით ახლა შეიძლება ოთხჯერ მეტი ყოფილიყო შემთხვევები ქვეყანაში. ამიტომ, მესმის, რომ ყველას აინტერესებს, რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის, მატების პერიოდი იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამავე თემაზე