2020-03-26 12:15:12
ირანში დღეიდან ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის მიმოსვლა აიკრძალა

ირანში დღეიდან ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის მიმოსვლა აიკრძალა. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ირანის მოქალაქეებს სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით აცნობეს. ირანის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სხვა ქალაქებში მყოფი ირანელები სახლებში დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ და გზად არსად არ უნდა გაჩერდნენ.

ისლამური რესპუბლიკის მთავრობა შიშობს, რომ ქვეყანას კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა ემუქრება, რადგან ნოვრუზის დღესასწაულის გამო, ბევრმა ირანელმა დაარღვია სახლში ყოფნის მითითება.

26 მარტის მონაცემებით, ირანში ოფიციალურად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 27 017 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 9 625, გარდაიცვალა 2077.

ამავე თემაზე