2020-03-26 11:11:42
ეგვიპტის პირამიდებს დეზინფექციას ჩაუტარებენ 

ეგვიპტის ტურიზმისა და მემკვიდრეობის დაცვის სამინისტრო, კორონავირუსის გავრცელების გამო ყველა ტურისტული ობიექტის დეზინფექციას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი” ავრცელებს.

დეზინფექცია ჩაუტარდება ასევე გიზას პირამიდებს. ამის გამო დღეიდან ორი კვირის განმავლობაში პირამიდები დამთვალიერებლებისთვის დახურული იქნება.

ეგვიპტეში ახალი კორონავირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.    


 

ამავე თემაზე