2020-03-26 10:29:05
მსოფლიოში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვმა 21 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 471 ათასს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 21 000-ს გადააჭარბა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ დრომდე ჩინეთშია დადასტურებულია და 81 285 ადამიანს შეადგენს.

მეორე ადგილს ისევ იტალია იკავებს, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 683 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც ფატალური შემთხვევების რაოდენობამ 7 500 -ს გადააჭარბა. მკურნალობას კი 67 ათასამდე პაციენტი გადის. გარდაცვალების 656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში. სულ ვირუსმა იქ 3 600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. გერმანიაში - ინფიცირებულია 37 323 ადამიანი, დაღუპულია 206. მსოფლიო მასშტაბით ვირუსისგან 115 ათასამდე ადამიანი განიკურნა.

ამავე თემაზე