2020-03-26 10:05:03
აშშ სხვადასხვა ქვეყნიდან 50 000 მოქალაქის ევაკუაციას გეგმავს

აშშ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი 50 000 მოქალაქის ევაკუაციას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს. როგორც უწყებაში ამბობენ, მათ უცხო ქვეყნებში მყოფი 50 000 მოქალაქისგან მიიღეს მოთხოვნა, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ.

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მთავრობამ უკვე შეძლო 28 ქვეყნიდან 9 000 ამერიკელის სამშობლოში ევაკუაცია და ეს პროცესი გაგრძელდება. მათივე თქმით, არაა გამორიცხული, ამერიკელების ევაკუაცია სამხედრო თვითმფრინავებით მოხდეს.

ამავე ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი საზღვარგარეთ მყოფ 58 ამერიკელ დიპლომატს დაუდგინეს. ვირუსი გამოუვლინდა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის 16 თანამშრომელს.

ამავე თემაზე