2020-03-25 22:36:11
მსოფლიოში 450 000-ზე მეტი დაავადებულიდან 20 000 გარდაიცვალა, 113 000 უკვე გამოჯანმრთელდა

25 მარტის საღამოს მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 452,168 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 20,494 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 113,120 გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიას (7,503), ესპანეთს (3,434) და ჩინეთს (3,281) ჰყავს. ინფიცირებულთა რაოდენობით კი, პირველ სამ ადგილს ჩინეთი (81,218), იტალია (74,386) და აშშ (60,653) იკავებს.

რაც შეეხება დახურულ შემთხვევებს, 133,621 პაციენტიდან 85% სრულად გამოჯანმრთელდა, 20,500 (15%) დაიღუპა.

 

 

 

 

"ტაბულა"

ამავე თემაზე