2020-03-25 17:41:31
უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყოფილ მაღალჩინოსანს ტელეკომპანია „ინტერის“ ყოფილი დირექტორის, სერგეი სტარიცკის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

„გამომძიებლებმა და პროკურორებმა შეამოწმეს ტელეკომპანია „ინტერის“ ყოფილი ხელმძღვანელის მკვლელობის გარემოება და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ვერ შეძლებდა საკუთარი თავისთვის სროლას“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშენკომ.

22 თებერვლის ღამეს ლეონიდ კოჟარას სახლში სტარიცკის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. იარაღი სახლის მეპატრონეს ეკუთვნის. კოჟარა და მისი მეუღლე ამტკიცებენ, რომ სერგეი სტარიცკიმ თავი მოიკლა.

ამავე თემაზე