2020-03-25 17:21:09
COVID-19-ის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დამტკიცდა

37-გვერდიანი პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ 24 მარტს დაამტკიცა. პროტოკოლი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოების მიერ შემუშავებული COVID-19-ის კლინიკური მართვის პროტოკოლებს და რეკომენდაციებს, აგრეთვე, სხვადასხვა გავლენიან ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს.

37 გვერდიან დოკუმენტში, სადაც მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტებია დამტკიცებული განთვსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური სამინისტროს გვერდზე ”

პროტოკოლი განიხილავს ახალი COVID-19-ით დაავადებულთა კლინიკურ გამოვლინებებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, დაავადების თავიდან აცილების პრევენციულ ღონისძიებებს.
 

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა – (პროტოკოლი)”

 

ამავე თემაზე