2020-03-25 16:55:52
რუსეთისგან, ირანისგან და ასევე ჩინეთისგან დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება - პომპეო

25 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს ინფორმაციას კვლავ უმალავდა, რაც შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ. პომპეომ ინტერვიუში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ვირუსზე ინფორმაციის გაზიარების გადადებაში, რაც მსოფლიოში "ათასობით სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს".

"მე შეშფოთებული ვარ - ინფორმაციის დამალვა, დეზინფორმაცია, რაშიც ჩინეთის კომუნისტური პარტიაა ჩართული, (ის) კვლავ უარს ეუბნება მსოფლიოს იმ ინფორმაციაზე, რაც სჭირდება, რათა შემდგომი დაავადების შემთხვევები თავიდან ავირიდოთ," - განაცხადა მან.

პომპეომ რუსეთი და ირანიც დაადანაშაულა ვირუსზე დეზინფორმაციის კამპანიის გატარებაში.

"რუსეთისგან, ირანისგან და ასევე ჩინეთისგან დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება. ისინი ამბობენ, რომ (ვირუსი) აშშ-ის არმიისგან მოვიდა და ასევე იძახიან, რომ შესაძლოა ეს იტალიაში დაიწყო," - თქვა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჩინეთი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად ყველაფერს ამბობდა.

"ბრალდების დრო მოვა," - პომპეოს თქმით, მნიშვნელოვანი იყო, მსოფლიოს გაეგო, თუ რა ხდებოდა რეალურად.

"ეს მიმდინარე კრიზისია და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ დღეს ყოველი ქვეყანა გამჭვირვალეა, აზიარებს იმას, რაც რეალურად ხდება, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო ჯანდაცვამ, ინფექციური დაავადებების ინსტიტუტებმა მუშაობა დაიწყონ" - განაცხადა მან.

 

 

"ტაბულა"

ამავე თემაზე