2020-03-25 16:54:59
ესპანეთმა COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.

 ქვეყანაში ერთი დღე-ღამის მანძილზე 443 ადამიანი დაიღუპა, რითაც გარდაცვლილთა მაჩვენებელმა საერთო ჯამში 3434-ს მიაღწია.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, 5 552 ახალი შემთხვევით, ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 47610 ინფიცირებულია აღრიცხული. 

 

ამავე თემაზე