2020-03-25 16:09:36
შეკრებებისა და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა, რომელიც შეიცავს გადადების მაღალ რისკებს, უნდა გავრცელდეს ყველაზე, წერტილი - ბოკერია 

შეკრებებისა და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა, რომელიც შეიცავს გადადების მაღალ რისკებს, უნდა გავრცელდეს ყველაზე, წერტილი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა, რითაც საპატრიარქოს ახალ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ღვთისმსახურებისა და ზიარების წესებს არსებითად არ ცვლის.

"თუ საზოგადოებამ და მთავრობამ, რომელიც მის ნებას უნდა გამოხატავდეს, განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში, ჩათვალა აუცილებლად შეკრებებისა და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა, რომელიც შეიცავს გადადების მაღალ რისკებს, ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე. წერტილი. პოლიტიკოსების საქმე არ არის თეოლოგიისა და რწმენის საკითხებში ღრმად შესვლა, მაგრამ რაღაც ლოგიკა და საღი აზრი უნდა არსებობდეს. თუ ჩვენივე, ქრისტიანული, მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენის მქონე ამავე ეკლესიის ნაწილი მღვდელმსახურები უცხოეთში ემორჩილებიან იქ წესებს და ამით არ ღალატობენ რწმენას, მაშინ ეს მოწოდება, რომ აქ თურმე, ეს რწმენის ღალატი იქნება, რანაირადაა ან ლოგიკური, ან პასუხისმგებლობის მქონე,"- თქვა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე