2020-03-25 11:36:29
მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს,გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი „პარაგრაფის“ სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად-სააკაშვილი

მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს,გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი „პარაგრაფის“ სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად-წერს სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„მე ჩემი ერთადერთი სახლი, რომელიც საქართველოში მაქვს, ემიგრანტებისთვის გადავეცი, კარანტინისთვის ისევე, როგორც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, გააკეთოს ის, რაც გააკეთა ესპანეთში, მთავრობამ - სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ. გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი „პარაგრაფის“ სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე