2020-03-25 11:34:57
დღეს საქართველოში ის იშვიათი გამონაკლისი ხდება, როდესაც პროფესიონალების ხელშია პროცესების მართვა - მარგველაშვილი

დღეს საქართველოში ის იშვიათი გამონაკლისი ხდება, როდესაც პროფესიონალების ხელშია პროცესების მართვა -ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა. მისი თქმით, დღეს მთავრობის კრიტიკის დრო არ არის. მათ ისედაც ბევრი საკრიტიკო ექნებათ მომავალში.  

„დღეს საქართველოში ის იშვიათი გამონაკლისი ხდება, როდესაც პროფესიონალების ხელშია პროცესების მართვა. დიპლომირებული, ხარისხიანი და აკადემიკოსი სპეციალისტების ხელშია პროცესი. ძლივს საქართველოს მთავრობამ ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა და ეს საქმე პროფესიონალებს მიაბარა. ამიტომ მე მთავრობას ამ პროცესთან დაკავშირებით გავაკრიტიკებ მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამოწვევას ყველა ერთად დავამარცხებთ. მათ მიერ დაშვებულ ბევრ შეცდომას და სისუსტეს ვხედავ, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დღეს მათი კრიტიკის დრო არ არის. მათ ისედაც ბევრი საკრიტიკო ექნებათ მომავალში. ახლა არ შევეცდები, რომ ერთი მხრივ ამ ხელისუფლების აპოლოგეტი გამოვიდე და არც ამ ეტაპზე კრიტიკას დავუწყებ. დღეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგეს მათ და პროცესი მიაბარეს პროფესიონალებს. ისინიც გრძნობენ, რომ კორონავირუსს პოლიტიკური ნიშანი არ აქვს. ყველა ერთად უნდა გადავრჩეთ და რადგან ასეა, ერთად უნდა მოვუსვათ ამ ნავს. ნაპირზე რომ გავალთ, მერე გავარჩიოთ ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე