2020-03-25 11:22:20
ვირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ - ბრაზილიის პრეზიდენტი

ვირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ - ბრაზილიის პრეზიდენტი - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. მისივე თქმით, ვირუსი მალე გადაივლის და აუცილებელია სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

„ვირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ და სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ,“- განაცხადა ბოლსონარუმ.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 2 201 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46-ია.   

ამავე თემაზე