2020-03-25 11:10:03
ორ კვირას ვაძლევ. ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს და გაიხსნას-ტრამპი

ორ კვირას ვაძლევ. ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს და გაიხსნას-განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს.

„ორ კვირას ვაძლევ. ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს და გაიხსნას. ჩვენ იმაზე ადრე უნდა დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს ვიდრე ხალხი ფიქრობს და ჩემი კარგი მუშაობის პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ ამას გადავლახავთ“,-აღნიშნა ტრამპმა.

მან ვირუსი კიდევ ერთხელ შეადარა გრიპს და განაცხადა, რომ გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება.

ცნობისთვის, აშშ-ში ბოლო დღის მანძილზე კორონავირუსის 50 982 შემთხვევაა აღრიცხული. ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მალე შესაძლოა შეერთებული შტატები ინფექციის ეპიცენტრი გახდეს.

ამავე თემაზე