2020-03-24 16:48:21
საპენსიო დანაზოგებზე მათ მიერ შეტანილი თანხა ადამიანებს სწორედ ახლა სჭირდებათ - ბოკერია

საპენსიო დანაზოგებზე მათ მიერ შეტანილი თანხა ადამიანებს სწორედ ახლა სჭირდებათ - პარტია "ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კერძოდ, პარტია მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული ფულის გადაცემის ინიციატივით გამოდის.

„მომდევნო თვეების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმებულების და დამსაქმებლების, საშუალო კლასის - ყველა ადამიანის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება და ამ დროს მხოლოდ ზოგადი მოწოდება, რომ ხალხს უნდა დავეხმაროთ, არ არის საკმარისი. კონკრეტული წინადადებებია საჭირო. ამიტომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით, ფულის კონკრეტული წყაროთი, საიდან უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა თუნდაც მცირედით, მაგრამ სწრაფად. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ჩვენი ფული. ის ფული, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში აკრეფილია ე.წ. საპენსიო გადასახადით.

ეს ფული ახლა დევს და იდეაში, ის იყო სიბერისთვის, „შავი დღისთვის“ გადადებული ფული. ახლა არის ეს “შავი დღე“ და ახლა სჭირდება ამ ხალხს ეს ფული. ამ ყველაფრის შედეგად, მოქალაქეებს დაუბრუნდებათ 480 მილიონ ლარზე მეტი და მეწარმეებს - 170 მილიონ ლარამდე. ერთ მოქალაქეს საშუალოდ 600 ლარამდე დაუბრუნდება , ხოლო თითოეულ დამსაქმებელს ყოველ დასაქმებულზე - საშუალოდ 223 ლარი,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე