2020-03-24 14:35:06
საწარმოების საქმიანობა და ტექდათვალიერების გავლა არ იკრძალება - თურნავა

საწარმოების საქმიანობა და ტექდათვალიერების გავლა არ იკრძალება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული მომსახურება გრძელდება, თუმცა ტესტირების ცენტრებში საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით უნდა განხორციელდეს.

„ბევრი შეკითხვა შემოდის წარმოებებიდან. ისინი აგრძელებენ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში, უბრალოდ ჩვენ მენეჯერებისგან მოვითხოვთ, ორგანიზება გაუწიონ თავისი პერსონალის დაცვას, ეს არის მარტივი წესები, რომელიც შეიცავს თერმოსკრინინგს, პერონალის აღჭურვას, დეზინფექციას და ა.შ. განვმარტავთ, რომ მცირე ჩამონათვალის გარდა, ქვეყანაში (მარნეულის და ბოლნისის გარდა) ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება ეპიდემილოგების მიერ დაწესებული წესების დაცვით“, - აღნიშნა თურნავამ.

ამავე თემაზე