2020-03-24 14:14:48
საკონსულტაციო კომპანია Reformatics-მა ანტიკრიზისული ეკონომიკური ფორმულა გაასაჯაროვა

საკონსულტაციო კომპანია Reformatics-მა ანტიკრიზისული ეკონომიკური ფორმულა გაასაჯაროვა განვითარებადი ქვეყნებისათვის და მათ შორის საქართველოსთვის.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს მოკლე- და საშუალოვადიან ღონისძიებებს. 

"მოგესალმებით ყველას და გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და რაც შეიძლება მალე ამ არაორდინარული სიტუაციის ნორმალიზებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია - რეფორმატიკსი - უკვე 7 წელიწადია მუშაობს სხვადასხვა მთავრობასთან ეკონომიკური პროგრამების შედგენაზე და განხორციელებაზე. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიწია რამოდენიმე ქვეყნის მთავრობისთვის შეგვემუშავებინა ანტი-კრიზისული ეკონომიკური გეგმა და გადავწყვიტეთ გარკვეული იდეები და ფორმულები საქართველოზე გადმოგვეტანა და ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისიწნებით დაგვეწერა რეკომენდაციები / ფორმულები ქვეყნის ეკონომიკური ვარდნის თავიდან ასარიდებლად და სწრაფად კრიზისიდან გამოსასვლელად. მჯერა, ეს კრიზისი მსოფლიო ეკონომიკურ გადანაწილებას გამოიწვევს და ბევრ ქვეყანას ჩვენს რეგიონში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნება. თუმცა, ასევე ეს იქნება პერიოდი როდესაც ახალ გამოწვევებს ახალი შესაძლებლობებიც მოყვება და ამ შესაძლებლობების გამოყენება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლისთვის. გვჯერა, რომ იმ ფორმულებს, რასაც ამ პრეზენტაციაში გთვაზობთ, შეუძლია როგორც დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება (ეკონომიკური ვარდნის ეფექტის მინიმიზაცია), ასევე 12-18 თვიანი პერიოდის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური რეაბილიტაცია და რეგიონში ქვეყნის ეკონომიკური როლის გაზრდა",- ნათქვამია საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ფორმულა შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: http://reformatics.com/minfo/106

ამავე თემაზე