2020-03-24 14:18:40
თურნავას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება

რაც შეეხება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს, ეს არის მკაცრი კარანტინი და აკრძალულია ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა გარდა კონკრეტული დაშვებებისა - ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ დღეს საქართველოში 2 ტიპის რეჟიმი გვაქვს. ერთი რეჟიმი ეს არის მკაცრი კანატინი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და უფრო მსუბუქი რეჟიმი, რომელიც მოქმედებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიზე. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო - არა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, არამედ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დღესდღეობით ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება, შეზღუდვა არ ეხება საწარმოებს, სხვადასხვა მომსახურების სფეროს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მშენებლობას და ბევრ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას. უბრალოდ მთავარია დავიცვათ ეპიდემიოლოგების მიერ ნაკარნახევი წესები, რაზეც ასევე ძალიან დეტალური განმარტება გაკეთდა და დარგობრივ გაიდლაინებსაც ვამზადებთ ამ დღეებში და მივაწვდით სხვადასხვა დარგის საწარმოებს და ბიზნესასოციაციებს“, - განაცხადა თურნავამ.

თურნავას განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაწესებული მკაცრი კარანტინის მიუხედავად, საწარმოების ის ნაწილიც გააგრძელებს ფუნქციონირებას, რომელიც ღია სივრცეში ოპერირებს.

„რაც შეეხება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს, ეს არის მკაცრი კარანტინი, განსხვავებული რეჟიმი და აკრძალულია ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა გარდა კონკრეტული დაშვებებისა. ანუ აკრძალულია საწარმოების საქმიანობა ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარდა იმ წარმოებებისა და მომსახურებისა, რომელიც დაკაშირებულია სასურსათო უზურნველყოფასთან, გარკვეული სასოფლო სამეურნეო სამუშოების ჩატარებასთან, აფთიაქებთან, ფინანსურ ოპერაციებთან და რა თქმა უნდა, საწვავის მიწოდებასთან. ასევე, ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, შეგვიძლია დავუშვათ ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომელიც დახურულ სივრცეში მუშაობას არ საჭიროებს. ანუ ისეთი წარმოებები, როგორიც არის მაგალითად, კარიერების დამუშავება, ქვიშა-ხრეშის მოპოვება, საშენ მასალათა წარმოება, რომელიც არ ხორციელდება დახურულ სივრცეში, არამედ ეს ხდება ღია სივრცეში და სხვა ისეთი სამუშოები და ისეთი საქმიანობა ბიზნესის, რომელიც ღია სივრცეშია განლაგებული, ის ხორციელდება. გარკვეული კონკრეტული სია ამასთან დაკავშირებით იქნება გამოქვეყნებული უახლოეს საათებში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე