2020-03-24 12:19:23
საგანგებო მდგომარეობა ივანიშვილის პარკში ხეების გადარგვას არ ეხება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატიდან დენდროლოგიურ პარკში 6 ხე გადააქვთ. როგოორც "ტვ პირველის" ჟურნალისტი იუწყება, ამ წუთებში სოფელში მრავალწლოვანი ჭადრის ხეების ამორგვის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ქარიატში მომუშავე პერსონალი აცხადებს ეს პროექტი არის ინფრასტრუქტურული და შესაბამისად არ ჩერდება სამუშაოები. აღსანიშნავია რომ, არცერთი მათგანი ქვეყანაში არსებული ვითარების და კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკიპირებული არ არის შესაბამისი სამოსით, მათ არ უკეთიათ არც პირბადე და არც ხელთათმანი.

ამავე თემაზე