2020-03-24 10:13:20
მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს კარანტინი. ჯობია, ამ პირობებში დავალაგოთ სიტუაცია, ვიდრე მერე გაგვექცეს პროცესი - ხაზარაძე

მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს კარანტინი. ჯობია, ამ პირობებში დავალაგოთ სიტუაცია, ვიდრე მერე გაგვექცეს პროცესი - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.

„ძალიან ბუნდოვანი საგანგებო მდგომარების დეკრეტი მივიღეთ. შაბათ დღეს, როცა შემოგაქვს საგანგებო მდგომარეობა და ნახევარმა საქართველომ არ იცის ამის შესახებ და მეორე დღეს ყველა ემზადება ეკლესიაში წასასვლელად და მერე იწყება დებატები, თითქოს აქ ვიღაც ან რწმენას ერჩოდეს ან მორწმუნეებს, ეს არის მიუღებელი. უნდა გავითავისოთ რამხელა საშიშროების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ამისთვის ჯობია დღეს მივიღოთ მკაცრი ზომები, რათა მერე არ გვქონდეს თავში ხელი სარტყმელი, რომ რამე გაგვეპარა.

ახლა მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს კარანტინი. ჯობია, ამ პირობებში დავალაგოთ სიტუაცია, ვიდრე მერე გაგვექცეს პროცესი. არ გაგვექცა იმის გამო, რომ ის პროფესორები, სანიტრები და ექიმები დახვდნენ ფრონტის ხაზზე, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება და ცოდნა აქვთ. არ უნდა დააყოვნოს მთავრობამ, უნდა მიიღოს მკაცრი ზომები. შემოიღოს კარანტინი მთელ ქვეყანაში. ამასთანავე, უნდა დაიდოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გასაგები, მკაფიო მხარდაჭერის პაკეტი“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე