2020-03-23 22:45:43
მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული-თალაკვაძე

მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში სრული მზადყოფნაა დამატებითი ზომების მისაღებად, თუ ამის საჭიროება იქნება.

"თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები არის ეფექტური ზუსტად მაშინ ზუსტად, როდესაც ის საჭიროა და ჩვენი მიდგომაც ასეთია: მხოლოდ დასაბუთებული აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში ხდება ამ ზომების მიღება. ასე რომ, მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების მხრიდან, თუ ასეთი საჭიროება იქნება", - თქვა თალაკვაძემ.

ამავე თემაზე