2020-03-23 22:36:10
ანგელა მერკელს პირველი ტესტის პასუხებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს პირველი ტესტის პასუხებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კანცლერის სპიკერის თქმით, დღევანდელი ტესტის შედეგები უარყოფითია და მომდევნო ტესტი უახლოეს დღეებში ჩატარდება.

ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში, მას შემდეგ იმყოფება,  რაც 22 მარტს, ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ აცნობეს.

ამავე თემაზე