2020-03-23 22:19:21
ივანიშვილი არ არის ადამიანი, რომელიც ასეთ დროს სახელის მოხვეჭაზე ფიქრობს - თალაკვაძე

ივანიშვილი არ არის ადამიანი, რომელიც ასეთ დროს სახელის მოხვეჭაზე ფიქრობს - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ის რასაც ეფექტურად აკეთებს ახლა სახელმწიფო, ეს პოლიტიკური მენეჯმენტი, არის ბიძინა ივანიშვილის აწყობილი და ეს პოლიტიკური გუნდი არის "ქართული ოცნება".

“ის არ არის ადამიანი, რომელიც ასეთ დროს სახელის მოხვეჭაზე ფიქრობს, აქამდეც, ოც წელზე მეტი დროის განმავლობაში ეხმარებოდა ქვეყანას და ჩვენმა საზოგადოებამ არც კი იცოდა ეს საქმეები მისი მხარდაჭერით თუ კეთდებოდა. ვინც დღეს ამბობს "სად არის ასეთ დროს ბიძინა ივანიშვილი?" - ეს იგივე ხალხია, რომელიც წლები აცხადებდნენ რატომ არის ჩართული ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მართვაშიო. პოლიტიკურ ფარისევლებთან გვაქვს საქმე.​ ​რასაც ეფექტურად აკეთებს ახლა სახელმწიფო, ეს პოლიტიკური მენეჯმენტი, არის ბიძინა ივანიშვილის აწყობილი და ეს პოლიტიკური გუნდი არის "ქართული ოცნება," - განაცხადა თალაკვაძემ.

ამავე თემაზე