2020-03-23 19:50:34
თალაკვაძის თქმით, ივანიშვილი ყოველდღიურ კავშირზეა თანამდებობის პირებთან, ვინც კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებზე მუშაობენ

პარლამენტის თავმჯდომარისა და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ყოველღიურად "ყურადღებასა და ძალისხმევას ხარჯავს", რომ ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლისას ნაკლები ზიანი მიიღოს. მისი თქმით, ივანიშვილი ყოველდღიურ კავშირზეა თანამდებობის პირებთან, ვინც კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებზე მუშაობენ.

"ახლა არ არის ამის დრო, მაგრამ აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეთ იმ ადამიანებსაც, ვინც ასეთ სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებენ: სად არის ახლა ბიძინა ივანიშვილი. ეს ხალხი არიან პოლიტიკური ფარისევლები და ეს ზუსტად ის ხალხია, რომელიც რამდენიმე წლის წინ და ამ წლების განმავლობაში ამბოდნენ, რატომ არის ივანიშვილი ჩართული პოლიტიკაში და საუბრობდნენ ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე", - განაცხადა თალაკვაძემ იმედის ეთერში და დაამატა, რომ ივანიშვილი ლეგიტიმურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში.

ამავე თემაზე