2020-03-23 18:03:13
Covid-19-ის ვირუსს არ აინტერესებს რამდენად მდიდარი ხარ, რამდენად ცნობილი ხარ, ის საუკეთესო გამათანაბრებელია - მადონა

მადონამ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ახალი კორონავირუსის პანდემიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის "საუკეთესო გამათანაბრებელია".

"ჩოვიდ-19-ის ვირუსს არ აინტერესებს რამდენად მდიდარი ხარ, რამდენად ცნობილი ხარ, რამდენადაც სასაცილო და ჭკვიანი ხარ, სად ცხოვრობ, რამდენი წლის ხარ, რამდენად შესანიშნავი ისტორიების მოყოლა შეგიძლია.

ის საუკეთესო გამათანაბრებელია და რაც მასში საშინელებაა, ასევე დიდებულია. ვირუსთან დაკავშირებული საშინელებაა, რომ მის წინაშე მრავალმხრივ ყველანი თანასწორები ვართ და რაც დიდებულია მასში არის ასევე ის, რომ მის წინაშე მრავალმხრივ ყველანი თანასწორები ვართ", - ამბობს მადონა.  

 

ამავე თემაზე