2020-03-23 13:37:32
ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს, ხელისუფლებამ გამოიყენოს საბაბი და არჩევნების გადადება შეძლოს, არჩევნები იქნება ოქტომბერში - ბოკერია

ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს, ხელისუფლებამ გამოიყენოს საბაბი და არჩევნების გადადება შეძლოს, არჩევნები იქნება ოქტომბერში - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

„ქალბატონი ზურაბიშვილის შემთხვევაში რთულია ხოლმე პროგნოზირება. ვერ გამოხატა აზრი თუ რამეს გულისხმობდა. რაც მან თქვა ის სიმართლეს არ შეეფერება. არანაირი ამ ტიპის შეზღუდვა არ არსებობს არსად ქართულ კანონმდებლობაში. იმედი მაქვს ერთი თვის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება და ეს ყველაზე დიდი საფრთხის მომცველი ფაზა რომ გადაივლის, ამის შემდეგ ამის გაგრძელება საჭირო აღარ იქნება და არჩევნებს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ამიტომ მის სიტყვებს ვერანაირად ვერ დავეყრდნობით. თუ მართლა ისეთი მძიმე მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში და აქედან გამომდინარე საქართველოშიც, რომ არჩევნების ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელია, ეს ყველასთვის გასაგები იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაგ დროისთვის ეს ასე არ იქნება. ამ საბაბით არჩევნების გადადება ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში არ გამოუვა. ამიტომ ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება.

ვერ გამოხატავს აზრს, არ იცის. ჩვენ აქ არაფერი უნდა ვივარაუდოთ. ჩვენი, საზოგადოების პოზიცია მყარი უნდა იყოს. ახლა მთელი მსოფლიოს მთავარი ფოკუსია ამ უმძიმეს გამოწვევაზე. ამასთან ერთად ეკონომიკის უზარმაზარი პრობლემა გვაქვს, რაც ამან ბუნებრივად გამოიწვია, სადაც ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში გადაივლის და არჩევნები ჩატარდება. ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებამ საბაბად გამოიყენოს, თუ რეალური ვითარება არ არის და შეძლოს არჩევნების გადადება. არჩევნები ოქტომბერში იქნება“ ,- აღნიშნა ბოკერიამ.

ამავე თემაზე