2020-03-20 13:27:46
კომუნალური გადასახადების დასაფარავად 120-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს - „ევროპული საქართველო“

„ევროპული საქართველო“ მთვარობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს, გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ერთ წევრს მაინც აქვს 40 000-ლარზე მეტი შემოსავალი. პარტიის განცხადებით, „თუ მთავრობა დათანხმდება „ევროპული საქართველოს“ წინადადებას და 8 თვით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო ფონდში სავალდებულო საპენსიო შენატანებს, ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი

"„ევროპული საქართველო“ მთვარობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ოჯახის ერთ წევრს მაინც აქვს 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი. ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს, თუკი მთავრობა დათანხმდება „ევროპული საქართველოს“ წინადადებას და 8 თვით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო ფონდში სავალდებულო საპენსიო შენატანებს. ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც შეიძლება მიმართული იქნეს კომუნალურ ვაუჩერებზე. ვაუჩერებს მოქმედების ვადა წლის ბოლომდე ექნება და ოჯახს მისი გამოყენება სურვილისამებრ ნაწილ-ნაწილ ან ერთბაშად შეეძლება კომუნალური გადასახადების დასაფარავად." - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე თემაზე