2020-03-20 11:07:33
თავს 3 ადამიანი დამესხა, კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ - მუხტარლი

თავს 3 ადამიანი დამესხა, კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ - ამის შესახებ განცხადება, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხტარლიმ, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში საუბრისა გააკეთა. მუხტარლი ყვება, რომ თბილისში მისი გატაცების დღეს მას სამი ადამიანი დაესხა თავს, რომელთაც ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ. ის აღნიშნავს, რომ თავისი გამტაცებლების სახე ახსოვს და ყველას ამოიცნობს. 

"თავიდან მეგონა, რომ აზერბაიჯანელი ყაჩაღები იყვნენ, მერე მივხვდი, რომ ქართული კრიმინალური პოლიციის სპეციალური ფორმა ეცვათ, ამიტომ თვითონ ჩავჯექი მანქანაში, პოლიციის განყოფილებაში წავიდეთ-მეთქი. მერე თავზე ტომარა ჩამომაცვეს, ხელები პლასტიკით შემიკრეს და საგარეჯოს მხარეს გამიშვეს. გზაში ტომარა მომხსნეს და წებოვანი ლენტი შემომახვიეს. როცა ისიც მომხსნეს, დავინახე, რომ აზერბაიჯანში ვიყავით. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, უკვე აზერბაიჯანის მხარეს გადამცეს", — ყვება მუხტარლი.

ამავე თემაზე