2020-03-19 17:52:08
ირანში ციხიდან გამოშვებულ 10 000 პატიმარს, მათ შორის პოლიტპატიმრებსაც შეიწყალებენ

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, თეირანი, ირანულ ახალ წელთან დაკავშირებით, 10 000 პატიმარს, რომელთა ნაწილი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ციხიდან დროებით გაათავისუფლეს, შეიწყალებს.

"უზენაესი ლიდერის შეწყალების შემდეგ, იმ პატიმრების დიდი ნაწილის ციხეებში დაბრუნება, რომლებიც დროებით გაათავისუფლეს, აღარ იქნება საჭირო." განაცხადა ღოლამჰოსეინ ესმაილმა, ირანის სასამართლოს სპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ შეწყალება ვრცელდება პოლიტპატიმრებზეც, რომელთაც 5 წელზე ნაკლები აქვთ მისჯილი.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანში გადატვირთული ციხეებიდან კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით 85 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს.

 

 

 

"ტაბულა"

ამავე თემაზე