2020-03-18 19:25:02
ფინანსური სექტორი გამოწვევას მომზადებული ხვდება - კობა გვენეტაძე

ფინანსური სექტორი გამოწვევას მომზადებული ხვდება - ამის შესახებ განცხადება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააკეთა. მან ასევ აღნიშნა, რომ როგორც კაპიტალიზაციით, ასევე პრობლემური სესხების სიმცირით ქართული საბანკო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს. 

"ვინაიდან საბანკო სექტორს აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის კომფორტული რეზერვები, რომელიც თან და თანობით გროვდებოდა, ამასთან დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში და ბოლო წლებში სექტორი სოლიდური მომგებიანობით გამოირჩეოდა, შეგვიძლია ვთქვათ რომ ფინანსური სექტორი ამ გამოწვევას მომზადებული ხვდება. რომ შევაჯამო, კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ეკონომიკური გუნდი არის სრულად მზადყოფნაში იმისთვის, რომ გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელსაც პანდემია ქმნის ეკონომიკისათვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზრდა იქნება უფრო დაბალი, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ამ სიტუაციიდან საქართველო გამოვა მინიმალური დანახარჯით და ზრდა, რომელიც ამის შემდეგ იქნება, იქნება უფრო დინამიური და მაქსიმალურად მაღალი,"- ამბობს კობა გვენეტაძე. 

ამავე თემაზე