2020-03-18 17:44:32
1 აშშ დოლარი 3.1804 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1804 ლარი ეღირება, ევრო – 3.4997 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8149 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 3.0807 ლარი ღირდა, ევრო – 3.3974 ლარი, ფუნტი – 3.7292 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 მარტს ამოქმედდება. 

ამავე თემაზე