2020-03-18 16:03:05
აქცენტი გაკეთდება იმ პროდუქციის საქართველოში წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია - თურნავა

აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგებზე, მათ განვითარებაზე ან აღორძინებაზე, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნააა - ამის შესახებ ეკნომიკის მინისტრა ნათია თურნავამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თურნავას განმარტებით, ადგილობრივად შესაბამისი პროდუქციის წარმოება განვითარდება იმ მიზეზით, რომ ქვეყანა იმპორტზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული.

„აუცილებლობაა ის, რასაც ვხედვათ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგებზე, მათ განვითარებაზე ან აღორძინებაზე, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნააა დღესდღეობით, იმისათვის, რომ იმპორტზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული. ამ დარგების, ამ პროქტების ჩამონათვალს ჩვენ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ. ასევე, დავალება მივიღეთ მე და ჩემმა კოლეგამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომ ჩვენი პროგრამები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში იმდაგვარად გადავაწყოთ, რომ სწორედ ასეთ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი. ეს იქნება კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება, თუ რაიმე სხვა“, - განაცხადა თურნავამ.   

ამავე თემაზე