2020-03-18 15:29:17
Wizz Air საქართველოდან ყველა ფრენას აჩერებს

დაბალბიუჯეტიანი კომპანია ჭიზზ Aირ საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს, საიდანაც ფრენები იყო დაგეგმილი.

ფრენების შეწყვეტის განრიგი:

ავსტრია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე;

ბელგია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე;

კვიპროსი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე;

ჩეხეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე;

დანია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე;

ესტონეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე;

საფრანგეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე;

გერმანია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე;

საბერძნეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე;

უნგრეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე;

იტალია – 3 აპრილამდე;

ლატვია – 17 მარტიდან 14 აპრილამდე;

ლიეტუვა – 17 მარტიდან 30 მარტამდე;

ნიდერლანდები – 18 მარტიდან 3 აპრილამდე;

პოლონეთი – 15 მარტიდან 28 მარტამდე;

ესპანეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე;

დიდი ბრიტანეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე.

მანამდე კომპანიამ მხოლოდ ქუთაისი-ბუდაპეშტის რეისი დატოვა. აეროპორტში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციისა და ხელისუფლების მიერ მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მიიღეს. მათივე ინფორმაციით, ვისაც ამ დროის განმავლობაში მგზავრობის ბილეთი ჰქონდათ ნაყიდი, გადახდილი თანხის 120 პროცენტი ჭიზზ ჩრედიტ-ის ანგარიშზე აესახებათ. ხოლო თუ ფულის საბარათე ანგარიშზე დაბრუნებას გადაწყვეტენ, მათ ბილეთის ღირებულების 100 პროცენტი დაუბრუნდებათ.

18 მარტის ღამის 12 საათიდან მთავრობამ საზღვრები ჩაკეტა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.   

 

ამავე თემაზე