2020-03-18 14:24:08
მსოფლიო საკმაოდ დიდი გლობალური შენელების პირას დგას, ყველაზე დიდ დარტყმას პირველ რიგში ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ - მაჭავარიანი

მსოფლიო საკმაოდ დიდი გლობალური შენელების პირას დგას, ყველაზე დიდ დარტყმას პირველ რიგში ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ - ამის შესახებ განცხადება, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ.

„მოგეხსენებათ, მსოფლიო საკმაოდ დიდი გლობალური შენელების პირას დგას. ყველაზე დიდ დარტყმას პირველ რიგში ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე ნეგატიური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს. ესაა ნავთობის ფასების კოლაფსი. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ. ამ დღეებში კომუნიკაცია გვვქონდა ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთად შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ კომპლექსურ ღონისძიებებს. ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც რეალურად იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო. ვგეგმავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდას და მოლაპარაკებები გვაქვს სხვა დონორ ორგანიზაციებთან და შესაძლებელი იქნება სერიოზული დახმარებების მობილიზება“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე