2020-03-18 13:03:34
გასაგებია, რომ ტერმინს „პოლიტიკური პატიმარი“ კობახიძე და თალაკვაძე ვერ გამოიყენებს, მაგრამ მათაც ძალიან კარგად იციან ვისზეა საუბარი - ბოკუჩავა 

გასაგებია, რომ ტერმინს „პოლიტიკური პატიმარი“ ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ვერ გამოიყენებს, მაგრამ მათაც ძალიან კარგად იციან ვისზეა საუბარი, ჩვენც ძალიან კარგად ვიცით და საერთაშორისო პარტნიორებმაც, - ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

„მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს კონკრეტული მოლოდინები კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ოპოზიციამ, ვსაუბრობ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, თუმცა მჯერა, რომ სხვა პოლიტიკური ჯგუფები, განსაკუთრებით „ევროპული საქართველო“ იგივე ნაბიჯს გადადგამს და ამ თვალსაზრისით ივანიშვილის ექნება ერთადერთი გამოსავალი, რომ გაიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე და ჩაიწეროს ქულები საერთაშორისო პარტნიორების თვალში იმით, რომ თუნდაც თამარ ჩუგოშვილმა ან ნებისმიერმა „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მისცეს ამას ხმა. თუმცა მათაც კარგად ესმით, რომ ივანიშვილი ვერ შექმნის პოლიტიკური კონსენსუსი ილუზიას, თუ ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ მთავარი ოპოზიციური პარტიები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე