2020-03-18 11:52:37
პანიკის საფუძველი ზუსტად რაც არის ახლა და პანიკაში ნაყიდი პროდუქცია იწვევს იმას, რაც ხდება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით - ივა ჭყონია

პანიკის საფუძველი ზუსტად რაც არის ახლა და პანიკაში ნაყიდი პროდუქცია იწვევს იმას, რაც ხდება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს. 

„როგორც დედაქალაქის მაღაზიებში, ასევე რეგიონებშიც მარაგები არის საკმარისი და მიწოდების პრობლემა არ იქნება. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, არ მიეცნენ არანაირ პანკას, პანიკის საფუძველი ზუსტად რაც არის ახლა და პანიკაში ნაყიდი პროდუქცია იწვევს იმას, რაც ხდება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით - ეს გაუფასურება უფრო მეტად დაარტყამს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება - პანიკურ სიტუაციაში პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენა. დამერწმუნეთ, რომ მარაგები საკმარისზე მეტია, და დეფიციტი არცერთი კუთხით არ შეიქმნება. არანაირი საფრთხე დეფიციტის შექმნის, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქციის, ამ ეტაპზე არ არსებობს“, - განმარტა ივა ჭყონიამ.  

ამავე თემაზე