2020-03-18 11:18:54
შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ერთ თვეში, შეიძლება - 5 თვეში - გახარია

შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ერთ თვეში, შეიძლება - 5 თვეში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა. მისი თქმით, დაპირება უნდა იყოს ერთადერთი, ხელისუფლება არის მზად, ყოველდღიურად მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს ეფექტურად და იბრძოლოს, რომ მოახდინოს მინიმიზაცია როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, რომელსაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ

„როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ბანკებს, ტურისტულ კომპანიებს, ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნეს და ვუვადებთ საშემოსავლო გადასახადს, ქონების გადასახადს, დღგ-ს დაბრუნების ნაწილში დასაბრუნებელ 600 მილიონს ვაორმაგებთ და ვაბრუნებთ 1,2 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომპანიებს მივცეთ საშუალება, გარკვეული პერიოდი შეინარჩუნონ მდგრადობა, რათა არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები. ყველგან ეს ვერ გამოვა, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ყველანი, გლობალურად ამ კრიზისს გავუმკლავდებით.

შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ერთ თვეში, შეიძლება - 5 თვეში, როგორც კი გლობალურად ამ კრიზისს თავს დავაღწევთ, გაჩაღდება ახალი გლობალური კონკურენცია ეკონომიკებს შორის. ამ გამოწვევის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს არ აქვს, ეს არის ამ გამოწვევის ყველაზე დიდი მახასიათებელი და ამიტომ, უპასუხისმგებლობა იქნება კონკრეტული დაპირებების გაცემა. დაპირება უნდა იყოს ერთადერთი, ხელისუფლება არის მზად, ყოველდღიურად მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს ეფექტურად და იბრძოლოს, რომ მოახდინოს მინიმიზაცია როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, რომელსაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამავე თემაზე